მარი ჩიტაია
25.03.2016

საცალო ბიზნესის კრიზისი, შესაძლოა, მსხვილი კომპანიებისთვის გადამდები აღმოჩნდეს. არ არის გამორიცხული, სავაჭრო ობიექტების მოზღვავებამ და სექტორში კონკურენციის უპრეცედენტოდ ზრდამ, პრობლემა ქსელურ მარკეტებსაც შეუქმნას. პარალელურად, სპეციალისტები კონკურენციის სააგენტოს მონოპოლიური საკითხებით დაინტერესებაზე მიანიშნებენ, რადგან შეიძლება რომელიმე მსხვილი კომპანიის ქმედება მონოპოლიზმში გადაიზარდოს.

ელზა წიკლაური
25.03.2016

კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა თუ კერძო მევახშეების მიერ დასაკუთრებული უძრავი ქონების რაოდენობამ 5 წლის განმავლობაში რამდენიმე ათასს გადააჭარბა. 2011-15 წლებში საცხოვრებელი სახლი თითქმის 10 000-მდე ოჯახმა დაკარგა და კიდევ ბევრს საფრთხე ჯერაც ემუქრება. იძულებით გასხვისებულ ქონებაში 51% კერძო მევახშეებზე მოდის, კომერციულ ბანკებზე კი - 27%, თუმცა სპეციალისტების გათვლით, აქ ბანკების ზეგავლენა 60%-საც კი აჭარბებს. ხშირად ადამიანი ქონებას თავად ყიდის, რათა ბანკს ვალი გადაუხადოს.

რეზონანსი
25.03.2016

 დედაქალაქს მალე ინოვაციური კონცეფციით რეკონსტრუირებული ქუჩა მიემატება. როგორც სსიპ „ტექნოლოგიური განვითარების ფონდში“ აცხადებენ, პროექტი „თბილისის მწვანე ქუჩა“ საპილოტეა და იგი ია კარგარეთელის ქუჩაზე განხორციელდება. პროექტი ამჟამად სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადის ექსპერტიზას და მალე შესაბამისი დანადგარების შესასყიდად და სამშენებლო სამუშაოების მწარმოებელი ორგანიზაციის გამოსავლენად ტენდერებიც გამოცხადდება.

მაკა ხარაზიშვილი
24.03.2016

 ექსპორტი ევროკავშირში 28 პროცენტით, დსთ-ს ქვეყნებში კი 33 პროცენტით შემცირდა. დსთ-ს სივრცეში, საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებში არსებული პრობლემების გამო, საექსპორტო მონაცემების გაუარესება მოსალოდნელი იყო, მაგრამ გარკვეული იმედი მყარდებოდა ევროპასთან სავაჭრო ურთიერთობის გაღრმავებაზე. როგორც ჩანს, საქართველო ამ ბაზრისთვის მზად არ აღმოჩნდა.

მაკა ხარაზიშვილი
24.03.2016

ბიზნესმენები მოგების გადასახადისგან 2017 წლიდან გათავისუფლდებიან. ეს გადაწყვეტილება მთავრობამ ბიზნესასოციაციასთან კონსულტაციის შემდეგ მიიღო. აღმოჩნდა, რომ ზოგიერთი ბიზნესმენისთვის ცვლილებების გადავადება მიუღებელია, ვინაიდან ჯერ კიდევ აუმოქმედებელი ნორმა საკუთარ გეგმას მოარგო.

მარი ჩიტაია
24.03.2016

 გამორიცხული არ არის, შაქრის ფასმა 2 ლარს მიაღწიოს. პროდუქტის გაძვირება მსოფლიო ბაზარზე არსებული ვითარებითაა განპირობებული. საერთაშორისო ბირჟებზე შაქრის ფასმა ერთ თვეში 30%-ით, ხოლო ნახევარ წელიწადში თითქმის 45%-ით მოიმატა. დღეის მდგომარეობით ბირჟებზე 1 ტ შაქრის ყიდვა 463 დოლარადაა შესაძლებელი. ზუსტად 1 თვის წინ ეს მაჩვენებელი 368 დოლარს შეადგენდა. სექტემბრიდან მოყოლებული, პროდუქტი 135 დოლარით გაძვირდა.

ელზა პაპოშვილი
23.03.2016

ქართული ადგილწარმოშობის ღვინოები მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე სახეცვლილი დასახელებით მაინც იყიდება. სომელიეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ არის შემთხვევები, როდესაც "ხვანჭკარის" ნაცვლად "ხვანჭკარაულს" არქმევენ, "ქინძმარაულის" მაგიერ "ქინძმარს" და ა.შ. რაც შეეხება ქართული ყურძნის ჯიშებს, როგორებიცაა რქაწითელი და საფერავი, ღვინოსთვის ამ სახელის დარქმევა ყველა იმ მწარმოებელს შეუძლია, ვინც ღვინოს სწორედ ამ ჯიშისგან ამზადებს.

რეზონანსი
23.03.2016

 სსიპ "ტექნოლოგიური განვითარების ფონდის" სასწავლო ცენტრში ჩატარდა პროექტის "თბილისის მერიის მოხელეებისთვის კომპიუტერისა და ბიზნეს-ტექნიკური ინგლისური ენის სწავლება" მოდულის "GIS ArcMap, ArcCatalog, ArcReader-აპლიკაციები" მონაწილეთა შესარჩევი ტესტირება.

ელზა წიკლაური
22.03.2016

 რეგიონის მასშტაბით პური ყველაზე ძვირი სომხეთშია, იქ ერთი კილოგრამის ღირებულება 2-2,2 ლარს შეადგენს, ყველაზე იაფი კი აზერბაიჯანში, სადაც კილოგრამი 0,9 ლარად იყიდება. ქართულ ბაზარზე კი ერთი კილოგრამი პური 1,7-1,8 ლარი ღირს. მეხორბლეთა ასოციაციაში ამბობენ, რომ ქვეყანაში პურის გაიაფების რესურსი არსებობს და ამის არგუმენტად ფქვილზე შემცირებული ფასი მოჰყავთ. მეპურეები კი მეხორბლეების პოზიციას არ იზიარებენ და აცხადებენ, პურის გაიაფება შეუძლებელია.

ელზა წიკლაური
22.03.2016

 მსოფლიოში ძვირი დოლარის 2-წლიანი ეპოქა დამთავრდა. რამდენიმე კვირაა ამერიკული ფული სხვა ვალუტების მიმართ პოზიციებს ყოველდღიურად თმობს. დოლარის შესუსტების ერთ-ერთი მიზეზი ფედერალური სისტემის გადაწყვეტილება გახდა, რომლის მიხედვითაც საბაზისო საპროცენტო განაკვეთი ისევ 0,25-0,5%-ზე დარჩა. სპეციალისტები 2016 წელს დოლარის კიდევ უფრო დასუსტებას ელოდებიან, ვინაიდან კატასტროფულად გამყარებული "მწვანე ვალუტა" უკვე ამერიკასაც არ აძლევს ხელს.

მაკა ხარაზიშვილი
22.03.2016

 ლარის 2,2 ნიშნულამდე გამყარების შემთხვევაში, მოსახლეობა, წელიწადში 60 მილიონ დოლარს დაზოგავს. ბიზნესის საბანკო ხარჯი კი, დაახლოებით, 80 მილიონი ლარით შემცირდება. იმ შემთხვევაში თუკი ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2 ლარამდე გამყარდება, მთლიანობაში საბანკო მსესხებლებს საპროცენტო ხარჯი 237 მილიონი ლარით შეუმცირდებათ. ბიზნესმენთა განცხადებით, იზოგება კოლოსალური თანხა, რომელიც ისევ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას შეუწყობს ხელს.

მარი ჩიტაია
22.03.2016

 ერთ წელიწადში თხილი 60%-ით გაიაფდა. შარშან ამ დროს მისი ფასი 12 ლარს აჭარბებდა. წელს კი გლეხები პროდუქტს 5 ლარზე ძვირად ვერ ყიდიან. თხილის ქარხნებში განმარტავენ, რომ არსებული ფასი საბოლოოა და სეზონის ბოლომდე შენარჩუნდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×