მაკა ხარაზიშვილი
13.04.2016

მოსახლეობის აღწერის შედეგებმა წელიწადზე მეტით დაიგვიანა. ამ დროისთვის მარტო ის ვიცით, რომ საქართველოში ზუსტად იმდენი ადამიანი ცხოვრობს, რამდენიც ამომრჩეველია. ეს არის ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი, რომელიც ამ აღწერების შედეგებმა აჩვენა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ვიმკითხაოთ, ცესკო ცდებოდა, თუ სტატისტიკა შეცდა. საზოგადოება კიდევ სხვა უამრავი, რებუსით მოცული საკითხის გახსნას ელოდება - მიგრაცია, დასაქმება, უმუშევრობა და ასე შემდეგ.

ელზა წიკლაური
13.04.2016

 საქართველოს პრემიერ-მინისტრის არაბული არდადეგები დასრულდა. მთავრობა მცდელობას არ აკლებს, რომ საქართველოში არაბი ინვესტორები კიდევ ერთხელ შემოიპატიჟოს. არადა ერთ დროს არაბულ ბიზნესს ქართულ ეკონომიკაში საკმაოდ მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა. საემიროები 2008-2009 წლებში პირდაპირი ინვესტიციების მოცულობით ინვესტორი ქვეყნების სამეულშიც კი შედიოდა. მერე არაბებმა საქართველოში ფულის დაბანდება შეამცირეს, 2011-ში კი საერთოდ 52,3 მლნ-ს კაპიტალი გაიტანეს.

მარი ჩიტაია
13.04.2016

ტურისტულ სეზონს ქვეყანა წელსაც მოუმზადებელი ხვდება. წამყვანი კურორტების გარდა, თითქმის ყველგან პრობლემაა. ტურისტული კომპანიების ინფორმაციით, მოთხოვნამ აშკარად მოიმატა, თუმცა მხოლოდ ბათუმის ხარჯზე, რადგან დანარჩენი კურორტების მიმართ დაინტერესება არც ისე დიდია.

მაკა ხარაზიშვილი
12.04.2016

 მოკლევადიან პერიოდში ლარი დოლართან მიმართებით 2,2 ლარის დიაპაზონში იმოძრავებს. არჩევნების ფაქტორის გათვალისწინებით, სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ შემოდგომისთვის 1 დოლარის ყიდვა 2 ლარადაც კი იყოს შესაძლებელი.

მაკა ხარაზიშვილი
12.04.2016

 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან დღემდე ბიზნესში დასაქმებულთა რაოდენობა მხოლოდ 50 ათასი კაცით გაიზარდა. სიღარიბის მაჩვენებელი თითქმის იგივეა. ეკონომიკა კი ისეთი ტემპით ვითარდება, რომ თუ ასე გაგრძელდა, ევროკავშირის ყველაზე სუსტი ქვეყნის - ბულგარეთის - დონეს 2027 წელს მივაღწევთ.

ელზა წიკლაური
12.04.2016

 პრეზიდენტისა და მთავრობის სარეზერვო ფონდებიდან გახარჯული თანხის მოცულობა ბოლო 3 წლის განმავლობაში 51,3%-ითაა გაზრდილი. 2012-ში ორივე ფონდის საკასო ხარჯი 114 მლნ ლარს შეადგენდა, შარშან კი ეს თანხა 172,6 მლნ ლარამდე გაიზარდა. პრობლემას ფონდების ბიუჯეტიც წარმოადგენს, რომელიც წლის ბოლოს საბიუჯეტო კანონში გაწერილ თანხას ხშირად 2-3-ჯერ აღემატება. ეს იმის ბრალია, რომ მხარჯავი დაწესებულებები საკუთარ ბიუჯეტს სწორად ვერ გეგმავენ.

მარი ჩიტაია
12.04.2016

 თბილისში კვების ობიქტებზე მოთხოვნამ, წინა წელთან შედარებით, დაახლოებით 20-25%-ით მოიმატა. როგორც უძრავი ქონების სააგენტოებში განმარტავენ, სარესტორნო და სწრაფი კვების ობიექტების ბიზნესი ერთადერთი მიმართულებაა, რომელსაც გამოცოცხლება დაეტყო.

მაკა ხარაზიშვილი
09.04.2016

 კომერციულ ბანკებში ფიზიკური პირების 1,4 მილიარდი ლარი ინახება. ამ დროს საქართველოში დეპოზიტების დაზღვევა არ არსებობს. რომელიმე ბანკის გაკოტრების შემთხვევაში შეიძლება მეანაბრეების თანხა დაიკარგოს.

მაკა ხარაზიშვილი
09.04.2016

 გარდაბანში მზის, ხოლო გორთან ქარის ელექტროსადგურები აშენდება. ალტერნატიული ენერგეტიკა ნელ-ნელა მკვდარი წერტილიდან დაიძრა. ენერგეტიკოსები აღნიშნავენ, რომ საქართველოში არის პოტენციალი, რომ ქარის გამოყენებით 4 მლრდ კვტ/სთ-ით ელექტროენერგია მივიღოთ, ხოლო მზის გამოყენებით - 1,5-2 მლრდ კვტ/სთ ენერგია.

მარი ჩიტაია
09.04.2016

ლარის გამყარება სამომხმარებლო ბაზარზე რატომღაც არ აისახება. იმპორტიორები და სავაჭრო სფეროს წარმომადგენლები ცვლილებებს არ გეგმავენ. წელიწად-ნახევრის წინ, როგორც კი ლარის გაუფასურება დაიწყო და პროდუქტი გაძვირდა, ითქვა, რომ გაიაფება გაჭირდებოდა. ასეც მოხდა, მიუხედავად იმისა, რომ ლარი მყარდება, ზემოგებაზე ორიენტირებულ ბიზნესში ფასის შემცირებაზე არავინ ფიქრობს. ზოგიც რეალობას იმდენად მოსწყდა, რომ გაიაფების ნაცვლად, პროდუქტს თვითნებურად აძვირებს.

მაკა ხარაზიშვილი
08.04.2016

რეგიონებთან შედარებით თბილისში 75%-ით მეტი უცხოური ინვესტიცია შედის. რაიონების განვითარება, ძირითადად, ისევ სახელმწიფო პროგრამებზეა ჩამოკიდებული. მცირე ზომის შიდა პროექტები რეგიონების მხოლოდ კუს ნაბიჯებით განვითარებასაც ძლივს უზრუნველყოფს.

მარი ჩიტაია
08.04.2016

 ბოლო დროს მარჯვენასაჭიან ავტომობილებზე მოთხოვნამ ისევ მკვეთრად მოიმატა. მომხმარებელი ცდილობს, მანქანის შეძენა კანონმდებლობის ამოქმედებამდე მოასწროს. იმპორტიორების ინფორმაციით, შეკვეთის მეტი წილი ამ ეტაპზეც მარჯვენასაჭიანებზეა. ისინი შიშობენ, რომ აკრძალვის დაწესებით საქართველოში იაფი მანქანის ხანა დასრულდება და ხალხს მანქანის ყიდვა ზოგადად გაუჭირდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×