მარი ჩიტაია
10.05.2016

ქვიშიანი კურორტების სრულად რეაბილიტაცია ვერც წელს ხერხდება. აქა-იქ ძვრა შეინიშნება და რამდენიმე კურორტს რეაბილიტაცია უტარდება, თუმცა პრობლემა საკმად მასშტაბურია. სამკურნალო თვისებების მქონე ზოგიერთი კურორტი კი იმდენად სავალალო დღეშია, რომ მოსახლეობამ მათი არსებობაც კი მიივიწყა.

მარი ჩიტაია
10.05.2016

 თბილისის ქაოსური განაშენიანების წინააღმდეგ ახალი რეგულაციები დაწესდება. შეზღუდვა, ძირითადად, ქალაქის ცენტრალურ უბნებში ლ/ კოეფიციენტთან დაკავშირებით იმოქმედებს. თბილისის მერის განცხადებით, ინიციატივა რაც წლების განმავლობაში დამკვიდრებული მანკიერ პრაქტიკას შეცვლის.

მარი ჩიტაია
07.05.2016

 აზერბაიჯანში ქართულ ხორცზე შეზღუდვის მოხსნამ ფერმერების მდგომარეობა აშკარად გააუმჯობესა. მოთხოვნა ძირითადად ცოცხალ საქონელზეა. აზერბაიჯანის გარდა, ხორცი აქტიურად გადის არაბულ ქვეყნებში, განსაკუთრებით ერაყსა და ყატარში. არსებობს რეალური საფუძველი, რომ ადგილობრივ ბაზარზეც ხორცი 1-2 ლარით გაიაფდეს.

მაკა ხარაზიშვილი
07.05.2016

 სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები 9-12%-ად იყიდება. მოთხოვნა მიწოდებას, საშუალოდ, სამჯერ აჭარბებს. ბანკებისთვის ეს არის ყველაზე გარანტირებული, იოლი ფული, რომელშიც მსუყე მოგებას ნახულობენ. ეკონომისტების აზრით, სახელმწიფო ბიუჯეტს ფასიანი ქაღალდების გამოისობით წარმოქმნილი შიდა ვალის მომსახურება საკმაოდ ძვირი უჯდება, ვინაიდან ემისიის მოცულობა ყოველწლიურად იზრდება. წელს ფინანსთა სამინისტრო 900 მილიონ ლარზე მეტი ფასიანი ქაღალდის გამოშვებას გეგმავს.

მაკა ხარაზიშვილი
06.05.2016

უცხოურ ვალუტაში დეპოზიტების საპროცენტო განაკვეთები მცირდება. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ბანკებმა მეანაბრეებისთვის მისაღები სარგებელი კიდევ უფრო შეკვეცონ. მიზეზი რამდენიმეა - დოლარზე მოთხოვნის შემცირება, ეროვნული ბანკის მიერ უცხოურ ვალუტაში დარეზერვების კოეფიციენტის 15-20%-მდე გაზრდა და ეროვნული ვალუტის გამყარება.

მარი ჩიტაია
05.05.2016

 ლარი ბოლო 14 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულზეა. "ბლუმბერგის" ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში გუშინ კურსი 2,1970-მდე დაეშვა, რაც 2015 წლის მარტის შემდეგ აღარ დაფიქსირებულა. როგორც "რეზონანსი" ვარაუდობდა, კურსი გამყარებას გააგრძელებს, ამას უკვე მთავრობაშიც დაუფარავად ადასტურებენ.

მარი ჩიტაია
05.05.2016

არარეალურად მაღალი ფასი, შესაძლოა, ტურიზმისთვის სერიოზულ დაბრკოლებად იქცეს. ამ საკითხს ხელისუფლება თუ ჯეროვან ყურადღებას არ მიაქცევს, შესაძლოა, იკლოს რუსი ტურისტების რაოდენობამ, რაზეც მთელი სექტორი დიდ იმედს ამყარებს.

მაკა ხარაზიშვილი
05.05.2016

 შარშან საქართველოში ოფშორებიდან 400 მლნ დოლარამდე ინვესტიცია შემოვიდა. მთლიანად, ქვეყანა 15-ზე მეტ თავისუფალ ზონასთან თანამშრომლობს. ოფშორებიდან ინვესტიციები, განსაკუთრებთ, 2006 წლიდან გააქტიურდა - "სწრაფი პრივატიზაციის" პერიოდში. შეიძლება ითქვას, რომ მაშინ სახელმწიფო ობიექტების დიდი ნაწილი ოფშორში დარეგისტრირებულმა საეჭვო კომპანიებმა იყიდეს.

მაკა ხარაზიშვილი
04.05.2016

 2016 წელს ბუნებრივი აირის მოხმარების მზარდი ტენდენცია შედარებით შემცირდა. წელს, შარშანდელთან შედარებით, ქვეყანას 0,67%-ით (16 მლნ კბ/მ) მეტი გაზი დასჭირდება. შესაბამისად, ენერგეტიკის სამინისტროში იმედოვნებენ, რომ "შაჰ-დენიზის" მეორე ფაზის ამოქმედებამდე (2020 წლამდე), საქართველო აზერბაიჯანის მიერ დამატებულ 500 მლნ კბ/მ აირს იმყოფინებს.

ელზა წიკლაური
04.05.2016

ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში კლინიკების მონიტორინგს უფრო ამკაცრებს. სამინისტროში ამბობენ, რომ გეგმური და არაგეგმური მონიტორინგი დარღვევების თავიდან აცილებისთვის კეთდება და ეს გარკვეული პრევენციაც არის. უწყების ინფორმაციით, ის ბენეფიციარები, რომლებიც დღეს მხოლოდ მინიმალური პაკეტით სარგებლობენ, უახლოეს პერიოდში პროგრამით მოსარგებლე სხვა ადამიანების ანალოგიურად, სრულფასოვან მომსახურებას მიიღებენ.

მაკა ხარაზიშვილი
04.05.2016

 მსოფლიოში ძირითად სასურსათო პროდუქტებზე ფასი გაძვირებისკენ დაიძრა, ამიტომაც ლარის გამყარება სამომხმარებლო პროდუქტებს ვერ აიაფებს. იმპორტიორები კურსის კიდევ უფრო მეტად დასტაბილურებას ელოდებიან. ამასობაში, სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა დაბალი ინფლაცია დააფიქსირა. აღმოჩნდა, რომ სამომხმარებლო ფასების შემცირებაზე მთავარი გავლენა სამედიცინო აპარატურის გაიაფებას მოუხდენია.

მარი ჩიტაია
03.05.2016

სააღდგომო პროდუქტების რეალიზაცია დასრულდა. წელს ფასების მკვეთრი ზრდა არ დაფიქსირებულა, მომხმარებელი კი საკმაოდ ხელმომჭირნე იყო, რაც გაყიდვებზე ნეგატიურად აისახა. მოვაჭრეების ინფორმაციით, შარშანდელთან შედარებით, რეალიზაციის მაჩვენებელი შეუმცირდათ, თუმცა ამ ეტაპზე კონკრეტული მაჩვენებელი არ სახელდება.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×