ელზა წიკლაური
20.05.2016

 კომერციული ბანკები დეპოზიტების დაზღვევის რეფორმის აუცილებლობას ვერ ხედავენ და მის გადადებას ითხოვენ. ბანკირების პოზიციით, ფონდის დასაფუძნებლად თანხების მიმართვა არ არის მიზანშეწონილი, რადგან დეპოზიტარები ბანკებს ენდობიან და თანხებიც ბანკში კარგად არის დაცული. ეს არგუმენტები მიუღებელია მსოფლიო ბანკისთვის. ისინი საქართველოს გაწერილი გეგმით მუშაობას სთხოვენ.

მაკა ხარაზიშვილი
19.05.2016

ქვეყანაში ლარზე არნახული მოთხოვნაა, ამ ფაქტს სახაზინო ვალდებულებების აუქციონიც ადასტურებს. ორ დღეში სებ-ის 40-მილიონიანი ინტერვენციის მიუხედავად, ეროვნული ვალუტა თავბრუდამხვევი სისწრაფით მყარდება. ეკონომისტები კურსის გამყარებას ისევ ორი ძირითადი მიმართულებით ხსნიან. ერთი ნაწილი ამბობს, რომ ლარზე სპეკულაციური ზეწოლა მოიხსნა, მეორე ნაწილი კი მიზეზს ეკონომიკის გამოცოცხლებაში ხედავს.

მარი ჩიტაია
19.05.2016

ორი თვეა, რაც ლარი მყარდება, მაგრამ პროდუქტი არ იაფდება. დისტრიბუტორები ამბობენ, რომ მაღაზიებში პროდუქტი შეცვლილი ნიხრით შეაქვთ, მაგრამ ზემოგებაზე ორიენტირებულ მარკეტებში ფასის დაწევა აზრად არავის მოსვლია. ეროვნული ვალუტა საოცარი სისწრაფით მყარდება. სავაჭრო ქსელში პროდუქტს, ფაქტობრივად, ისევ იგივე ფასი ადევს, როგორიც 2 თვის წინათ, როცა კურსი 2,4-ის ნიშნულზე იყო.

მაკა ხარაზიშვილი
18.05.2016

 ლარი ახალი წონასწორული კურსის ძიებაშია. გუშინ ეროვნულ ბანკს მიმოქცევიდან 20 მილიონი დოლარის ამოღება დასჭირდა, რათა ოფიციალური კურსი როგორმე 2,18-ის ნიშნულზე გაეჩერებინა. მთავრობა წლის ბოლომდე ლარის კიდევ უფრო გამყარებაზე დაუფარავად საუბრობს. ამას იმპოტირებული პროდუქტის გაიაფება და ინფლაციის შემცირება მოჰყვება.

მარი ჩიტაია
18.05.2016

ტრანსადრიატიკული გაზსადენის მშენებლობა საქართველოსა და საბერძნეთს ენერგეტიკის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობას მისცემს. პროექტს საბერძნეთის ქალაქ სალონიკში ჩაეყარა საფუძველი. საზეიმო ღონისძიებას სხვა ქვეყნების ლიდერებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.

მაკა ხარაზიშვილი
17.05.2016

 ლარის კურსი თანდათან უახლოვდება იმ ზღვარს, რომელმაც ელექტროენერგიის ტარიფის შემცირების საკითხი დღის წესრიგში უნდა დააყენოს. სხვათა შორის, შარშან ევროპაში ელექტროენერგიის ტარიფი, საშუალოდ, 3%-ით შემცირდა. საქართველოში კი, პირიქით, დენის საფასური გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ძირითადი საარჩევნო დაპირება კომუნალურ გადასახადებს უკავშირდებოდა.

ელზა წიკლაური
17.05.2016

 საწარმოთა ბრუნვაში მცირე და საშუალო ბიზნესის წილი წლების განმავლობაში 20%-ის ფარგლებშია. მართალია, 2003 წლიდან დღემდე ბიზნესის ამ სეგმენტში დასაქმებულთა რაოდენობამაც მოიმატა, ხელფასმაც და ბრუნვაც გაიზარდა, თუმცა ამას ქვეყანაში მცირე მეწარმეობის განვითარება არ მოჰყოლია. პრობლემას ვერც "აწარმოე საქართველოს" ფარგლებში გახსნილმა მცირე საწარმოებმა უშველა. სამაგიეროდ, სწრაფი ტემპით ვითარდება მსხვილი ბიზნესი, რომლის წილი ბიზნეს-სექტორის მთლიან ბრუნვაში 80%-საც კი აღემატება.

ნატა გიორგაძე
17.05.2016

ქსანი-სტეფანწმინდა-მოზდოკის 500 კვტ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის პროექტი ადგილობრივმა მოსახლეოებამ გუშინ კიდევ რთხელ გააპროტესტა. გარემოს დაცვის სამინისტროსთან, სადაც აღნიშნულ პროექტზე გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტის განხილვა მიმდინარეობდა, მოსახლეობამ აქცია გამართა.

მარი ჩიტაია
17.05.2016

სოფლის მეურნეობის რეალიზაცია ინტერნეტში ბოლო დროს დიდ ადგილს იკავებს. გარდა იმისა, რომ სურსათის გაყიდვა უკვე სოციალური ქსელებითაც გააქტიურდა, ქართველ მომხმარებელს სასურველი პროდუქტის შეძენა ინტერნეტ მაღაზიების საშუალებითაც შეუძლია.

მარი ჩიტაია
17.05.2016

 მარწყვის წლევანდელი მოსავალი სიუხვით გამოირჩევა. საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში, სადაც პროდუქტი მოჰყავთ, გლეხები მოსავლით აშკარად კმაყოფილი არიან. მათი თქმით, მარწყვის მოსავალს დიდად ვერც უამინდობამ ავნო. მიუხედავად იმისა, რომ კახეთში მოსავალი დაისეტყვა, დანაკარგი უმნიშვნელოა და მდგომარეობა ამ მხრივ დიდად არ შეცვლილა.

განცხადება
16.05.2016

 გვსურს, გამოვეხმაუროთ გაზეთ „ბანკები და ფინანსების“ მიერ მიზანმიმართულად გავრცელებულ, შეცდომაში შემყვან სტატიას, რომელიც აიტაცა და ფართოდ გაავრცელა პალიტრა მედიამ.

მაკა ხარაზიშვილი
14.05.2016

აპრილში საქართველოში რეკორდული რაოდენობის იმპორტი შემოვიდა. პირველად, საქართველოს დამოუკიდებლობის 25-წლიანი ისტორიაში ერთ თვეში იმპორტის მაჩვენებელმა 987 მილიონ დოლარს მიაღწია. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი 63%-ია.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×