ელზა წიკლაური
03.05.2016

 2016 წლის 4 თვეში საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების თითქმის ყველა ვალუტა გამყარდა. ლარი 6,6%-ით გაძლიერდა, რუსული რუბლი 11,7%-ით გამყარდა, აზერბაიჯანული მანათი - 3,3%-ით და თურქული ლირა - 7%-ით. მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შედეგად, უკრიანული გრინვა დაცემის ტენდენციას ინარჩუნებს, დოლართან მიმართებაში ბელორუსული რუბლი მცოცავ რეჟიმშია, სომხური დრამი კი, პრაქტიკულად, ურყევია.

მაკა ხარაზიშვილი
03.05.2016

 ლარის რევალვაცია საგარეო ვალს ყოველდღიურად რამდენიმე მილიონი ლარით ამცირებს. ბოლო ერთ თვეში სახელმწიფო საგარეო ვალი 600 მილიონი ლარით შემცირდა. თუკი ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ 2 ლარამდე გამყარდება, წლის ბოლომდე საგარეო ვალი 1,6 მილიარი ლარით მოიკლებს.

მაკა ხარაზიშვილი
30.04.2016

 ნავთობის ექსპორტიორები "შავი ოქროს" 50-55 დოლარამდე გაზრდას ელიან. ეს არის ფასი, რომელიც მოპოვებას უკვე რენტაბელურს გახდის და ინვესტორებსაც მოიზიდავს. ამ დროისთვის ერთი ბარელი "ბრენტის" მარკის ნავთობის ღირებულება 48 დოლარს გადაცდა, ტეხასური ნავთობი კი 46 დოლარს გაუტოლდა.

მაკა ხარაზიშვილი
30.04.2016

 ვადაგადაცილებული სესხები მცირდება. ლარის რევალვაციამ (სხვა ვალუტების მიმართ კურსის აწევა) მოსახლეობის გადახდისუნარიანობა გაზარდა და მათ სესხების მომსახურებისთვის უფრო მეტი სტიმული მისცა. თუმცა, ეკონომისტების აზრით, კომერციული ბანკების საკრედიტო პორტფელში ვადაგადაცილებული სესხების წილი ისედაც ნორმის ფარგლებში იყო და ეს მაჩვენებელი ეროვნული ვალუტის მკვეთრი დევალვაციის დროსაც კი არ გაუარესებულა.

მარი ჩიტაია
29.04.2016

 პურის ტექნიკური რეგლამენტი მზადაა. როგორც სურსათის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, იგი მეწარმეებს ავალდებულებს, მოსახლეობას მიაწოდონ ინფორმაცია ნედლეულის შესახებ, თუ რომელი ხარისხის ფქვილით არის პროდუქტი დამზადებული. მომხმარებელთა უფლებადამცველები ფიქრობენ, რომ კონტროლის მექანიზმი მომხმარებელს უხარისხო პროდუქტისგან დაიცავს. საამისოდ, სახელმწიფოს მკაცრი ღონისძიებების გატარება მოუწევს, რომ პროდუქტის შეძენისას მომხმარებელი არ მოტყუვდეს და მისი უფლება დაცული იყოს.

მარი ჩიტაია
29.04.2016

 საქართველოში ყოველწლიურად 2 მლნ კბ/მ ხე-ტყე უკანონოდ იჭრება. სატყეო სააგენტოს მოსახლეობისთვის საშეშედ განსაზღვრული ტერიტორიის გამოყოფა შეუძლია, თუმცა რეალურად მოთხოვნა სამჯერ მეტია. გარემოსდამცველთა შეფასებით, ტყეების მასშტაბურმა ექსპლუატაციამ ქვეყანაში შესაძლოა, ეკოლოგიური კატასტროფა გამოიწვიოს.

მაკა ხარაზიშვილი
28.04.2016

ეროვნული ბანკი "იაფი ფულის" პოლიტიკის განხორციელებას იწყებს. როგორც ჩანს, ზაფხულში და განსაკუთრებით წინასაარჩევნოდ ბაზარზე უცხოური ვალუტის მოჭარბებას ელიან. ამიტომ ლარის მკვეთრი გამყარების თავიდან არიდების მიზნით, სებ-მა პრევენციული ღონისძიების გატარება საკმაოდ ადრე დაიწყო.

მარიამ აფციაური
28.04.2016

 ზაფხულიდან საქართველოში შიდა ავიამიმოსვლა გააქტიურდება. რეისების სიხშირე გაიზრდება ბათუმის, ქუთაისის, მესტიის, ნატახტარის და ახლა უკვე თელავის აეროპორტიდანაც, რომელიც ოფიციალურად სულ რამდენიმე დღის წინ გაიხსნა. "რეზონანსთან" საუბრისას ავიაკომპანიებისა და აეროპორტების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ გააქტიურების საბაბს ბოლო დროს ტურისტების მოჭარბება აძლევთ.

მარი ჩიტაია
28.04.2016

 უძრავი ქონების ბაზარზე უცხო ქვეყნის მოქალაქეების აქტიურობა თვალშისაცემად მატულობს. არაოფიციალური მონაცემებით, რომელსაც სპეციალისტები ფლობენ, 2-3 წლის წინ უცხოელი მყიდველის რაოდენობა ბაზარზე 3%-ს არ აჭარბებდა, თუმცა დღესდღეობით მათი რიცხვი გასამმაგებულია. სასოფლო-სამეურნეო სავარგულების მყიდველებსაც თუ ჩავთვლით, ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია.

მაკა ხარაზიშვილი
27.04.2016

ჭუბერში ნენსკრაჰესის მშენებლობა მწვავედ გააპროტესტეს. ხალხს აინეტერსებს, რა სარგებელს მიიღებენ ამ პროექტიდან მაშინ, როდესაც შეიძლება მიკროკლიმატი შეიცვალოს და მათი ცხოვრების წესიც დაირღვეს. "ნენსკრაჰესის" მშენებლობა ზაფხულში უნდა დაიწყოს და ამ ელექტროსადგურმა ქვეყნის ელექტროსისტემას 1,2 მლრდ კვტ/სთ ელექტროენერგია შემატოს.

მაკა ხარაზიშვილი
26.04.2016

 ექსპორტი მცირედით უმჯობესდება, ფულადი გადმორიცხვები იმატებს, დოლარზე მოთხოვნა მკვეთრად მცირდება. ლარის კურსი დოლარის მიმართ ყოველდღე მყარდება. "ბიზნეს-რეზონანსი" რამდენიმე კვირის წინ წერდა, რომ მოკლე პერიოდში ლარი დოლარის მიმართ 2,2-ის ნიშნულზე დასტაბილურდებოდა. გამოცემის პროგნოზი ამჯერადაც გამართლდა.

ელზა წიკლაური
26.04.2016

კომერციულ ბანკში ან ბანკის მეშვეობით ნებისმიერი ოპერაციის განხორციელება ფული ღირს. მომხმარებელი საკომისიოს იხდის მაშინ, როდესაც სესხს იღებს და მაშინაც, როცა კომუნალურ გადასახადს იხდის. საერთო ჯამში, კომერციული ბანკები საკომისიოებისა და გაწეული მომსახურებისგან ყოველწლიურად 300 მილიონამდე ლარს იჯიბავენ.


Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×