ელზა წიკლაური 25.05.2016
ლარი ახალი წონასწორული კურსის ძიებაშია. მთავრობაში ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტა კიდევ უფრო გამყარდება. ოპტიმისტური გათვლა აქვთ ანალიტიკოსებსაც. ისინი ვარაუდობენ, რომ წლის ბოლოს ლარი დოლართან მიმართებით უკვე 1,90-1,95-ის ნიშნულზე დაბალანსდება. ამჟამად ლარის გამყარებას სებ-ის ინტერვენციები აჩერებს. სხვა შემთხვევაში დღეს 1 დოლარი უკვე 2 ლარი უნდა ყოფილიყო.
|
მაკა ხარაზიშვილი 25.05.2016
2020 წელს საქართველოს საკუთარი, შედარებით იაფი ბენზინი ექნება. მთლიანად შეიცვლება სანავთობო ბაზარზე თამაშის წესები, ვინაიდან ქვეყანაში მსხვილი ნავთობსაწარმო გაჩნდება. მთავარია, მთავრობის გეგმა ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის მშენებლობასთან დაკავშირებით ახლა მაინც შესრულდეს. ყაზახების, ირანელებისა და აზერბაიჯანელების შემდეგ, ამჯერად შავიზღვისპირეთში ქარხნის მშენებლობა შვეიცარიაში რეგისტრირებულმა კომპანიამ იტვირთა.
|
მარი ჩიტაია 25.05.2016
"რაკია ჯორჯიას" 20 მილიონი დოლარის უკანონოდ დაუფლებაში ედავებიან. ამ დროისთვის კომპანიის საკუთრებაში არსებული "შერატონ მეტეხი პალასი" და სხვა აქტივები დაყადაღებულია. უფლებრივი შეზღუდვის ეს ფორმა თბილისის საქალაქო სასამართლომ ავსტრიულ კომპანია მშ2 ზფკეტუკთ პქირ-სა და "რაკია ჯორჯიას" შორის მიმდინარე სასამართლო დავის ფარგლებში გამოიყენა, როგორც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
|
მაკა ხარაზიშვილი 24.05.2016
ბოლო 4 წელიწადში სასოფლო-სამეურნეო მიწა 150-300%-ით გაძვირდა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 1 ჰა მიწის ფასი 1000 დოლარიდან 8000 დოლარის ფარგლებში მერყეობს. რამდენიმე წლის წინ ჰექტარი მიწა 500 დოლარიდან 4 ათას დოლარამდე ღირდა და მყიდველი დიდად არ ინტერესდებოდა. ახლა კი სასოფლო მიწებზე დიდი ტაციაობაა გამართული.
|
მარი ჩიტაია 24.05.2016
უახლოეს მომავალში ბინის ფასმა, შესაძლოა, 5-10%-ის ფარგლებში მოიმატოს. უძრავი ქონების სააგენტოების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ ეროვნული ვალუტის მიმართ დოლარის შესუსტება ბინებს გააძვირებს. ცვლილება, სავარაუდოდ, ქირის ფასზეც აისახება. დაახლოებით წელიწადნახევრის წინ სწორედ სავალუტო კურსი გახდა მიზეზი, რის გამოც უძრავი ქონების ღირებულება 15-20%-ის ფარგლებში გაიაფდა.
|
მაკა ხარაზიშვილი 24.05.2016
უცხოელი ინვესტორები საქართველოს მთავრობას ინვესტიციების დაცვის ხელშეკრულებებს სთხოვენ. ზოგიერთი მათგანი ოფიციალური საგარანტიო დოკუმენტის გარეშე კაპიტალდაბანდებისგან თავს იკავებს. მთავრობის ეკონომიკურ საბჭოში ამას ჩვეულებრივ პროცესად აფასებენ.
|
მარი ჩიტაია 24.05.2016
გამაგრილებელ ბიზნესში ახალი სეზონისთვის სამზადისი დასრულდა. უალკოჰოლო სასმელებისა და ნაყინის მწარმოებელი კომპანიებში რეალიზაციის გააქტიურებას ივნისიდან ელოდებიან. ამ ბიზნესის წარმატება, უმეტესწილად, ამინდზეა დამოკიდებული. კომპანიებში აცხადებენ, რომ რეალიზაციას, წინა წელთან შედარებით, მინიმუმ 20%-ით გაიუმჯობესებენ. ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია. სეზონის წარმატებას საბოლოოდ ამინდი განსაზღვრავს.
|
ელზა წიკლაური 24.05.2016
მკვეთრი გაუფასურების შემდეგ ქართული ლარი სწრაფი ტემპით მყარდება. ბოლო 5 თვის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 14%-ით მოძლიერდა. ეროვნული ვალუტები მყარდება სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებშიც, თუმცა არ იმ ტემპით და მაჩვენებლით, როგორც ქართული ლარი. წლის დასაწყისიდან დღემდე 8%-ით გამყარდა რუსული რუბლი, 4,4%-ით აზერბაიჯანული მანათი და 1%-ით თურქული ლირა. მძიმე ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობის შედეგად, უკრაინული გრინვა დაცემას აგრძელებს, იგივე ბედს იზიარებს ბელორუსური რუბლიც, სომხური დრამის კურსი კი, პრაქტიკულად, არ იცვლება.
|
მაკა ხარაზიშვილი 21.05.2016
100 მილიონის ინტერვენცია ერთ კვირაში! ლარმა ისე "აიწყვიტა", რომ ეროვნული ბანკი მიმოქცევიდან დოლარის ამოღებას ვეღარ აუდის. გუშინ დაბნეულობა იყო ვალუტის გადამცვლელ პუნქტებშიც, სადაც ლარისა და დოლარის კურსი ლამის საათში ერთხელ იცვლებოდა.
|
ელზა წიკლაური 21.05.2016
ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანიების ნაწილის მიერ ტარიფის გაზრდა არასამთავრობო სექტორმა, შესაძლოა, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში გაასაჩივროს. მანამდე კი კომისიას მოუწოდებენ, კიდევ ერთხელ მოახდინოს ფიჭური კავშირგაბმულობის ბაზრის კვლევა და არსებული ზღვრული ტარიფი შეამციროს.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.05.2016
კანადიდან შემოსულმა უფასო მედიკამენტებმა იმპორტი დაახლოებით 15%-ით გაზარდა. ამ პროდუქტის გარეშე, იმპორტი იანვარ-აპრილში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3,7%-ით არის შემცირებული.
|
მაკა ხარაზიშვილი 20.05.2016
ქართველი მეცხვარეები მუსლიმანური დღესასწაულებისთვის ემზადებიან. ივნისი-აგვისტო ის პერიოდია, როდესაც საქართველოდან ექსპორტზე ყველაზე მეტი ცხვარი გადის. ვითარება ამ ეტაპზეც გაუმჯობესებულია, მაგრამ არის მოუგვარებელი საკითხებიც. მეცხვარეები მთავარ პრობლემად სხვადასხვა ქვეყნიდან შემოყვანილი ცხვრის რეექსპორტსა და გადასარეკი ტრასების უქონლობას ასახელებენ.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|