ელზა წიკლაური 01.06.2016
თურქეთი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დაჩქარებას გეგმავს. აზერბაიჯანში კი ვარაუდობენ, რომ რკინიგზა ექსპლოატაციაში უკვე წლის ბოლოს შევა. საქართველოს მონაკვეთზე კი მშენებლობა დასრულების სტადიაზეა.
|
მარი ჩიტაია 31.05.2016
თხილის მოსავალი წელს, შარშანდელთან შედარებით, ნაკლებია. მიუხედავად ამისა, მოსახლეობა იმედიანადაა განწყობილი, რადგან ხარისხიან მოსავალს ელოდება. არ არის გამორიცხული, პროდუქტის ფასიც გაიზარდოს. ამ მხრივ გავლენას თხილის ტექნიკური რეგლამენტიც მოახდენს.
|
მაკა ხარაზიშვილი 31.05.2016
ეკონომისტების ნაწილი წლის ბოლომდე ეროვნული ვალუტის 1,9-მდე გამყარებას სრულიად რეალურად მიიჩნევენ. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური პირები კრედიტების პროცენტების დაფარვაში 106 მილიონ ლარს დაზოგავენ, ბიზნესმენები - 140 მილიონ ლარს, ხოლო სახელმწიფო საგარეო ვალების მომსახურების მხრივ 1,5 მილიარდ ლარით ნაკლებს გადაიხდის.
|
ელზა წიკლაური 31.05.2016
სომხეთისა და აზერბაიჯანის მოქალაქეები მედიკამენტების შესაძენად საქართველოში ჩამოდიან, მიზეზი - დაბალი ფასებია. არადა, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა დღემდე თვლის, რომ ქვეყანაში წამლები ძალიან ძვირია, შესაბამისად, მათ არ აქვთ საშუალება, რათა სრულფასოვანი მკურნალობის კურსი ჩაიტარონ. რეალურად კი, საქართველო რეგიონში, მედიკამენტების სიიაფის თვალსაზრისით, სულაც არ გამოიყურება ურიგოდ.
|
მარი ჩიტაია 31.05.2016
არჩევნების წინ მსხვილი ჰესების თემა აქტუალურობას კარგავს. დიდი ალბათობით, ეს საკითხი არჩევნების შემდეგ გადაინაცვლებს, რომ მოსახლეობის მხრიდან პროტესტი არ გამწვავდეს. სამაგიეროდ, როგორც ექსპერტთა ნაწილი ვარაუდობს, არჩევნების შემდეგ ჰესების თემა გააქტიურდება და მთავრობაც პროექტების განხორციელებისას მეტ პრინციპულობას გამოიჩენს.
|
მარი ჩიტაია 28.05.2016
ზედამხედველობის სამსახური დიდი ალბათობით კვლავ ეროვნული ბანკის შემადგენლობაში დარჩება. ეკონომიკის მინისტრის განცხადებას, რომ საკითხი ამოწურული და შეთანხმებულია, დეპუტატების მწვავე კრიტიკა მოჰყვა. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის წარმომადგენელთა შეფასებით, სულ რამდენიმე ხნის წინ უმრავლესობის მხრიდან ერთსულოვნად მხარდაჭერილი კანონონპროექტის ასე ხელაღებით უარყოფა პარლამენტის მიმართ უპატივცემლობას ადასტურებს.
|
ნათია ლომიძე 28.05.2016
როგორც მცირე მეწარმეები აცხადებენ, მათ მიერ წამოწყებულ წარმოებასა ან გეგმით გათვალისწინებულ საქმიანობას წინ უამრავი პრობლემა ეღობება. საქართველოში ბიზნესის წამოწყებას თან ახლავს როგორც ხელის შემშლელი, ისე ხელშემწყობი ფაქტორიც. საკუთარი საქმიანობის წამოწყება, ფინანსებთან ერთად, კომერციული ფართის სიმცირის გამოც უჭიანურდებათ.
|
მარი ჩიტაია 27.05.2016
უახლოეს რამდენიმე დღეში საქართველოში საწვავის გაიაფება არ იგეგმება. მიუხედავად იმისა, რომ ლარი ბოლო თვეების განმავლობაში 15%-ით გამყარდა, საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობპროდუქტები ძვირდება. ამჟამად 1 ბარელი ნედლი ნავობის ღირებულება 50 დოლარს გადაცდა, ხოლო "პლატცის" მიხედვით 1 ტონა ბენზინი 518 დოლარს გაუტოლდა.
|
ელზა წიკლაური 27.05.2016
25 წლის წინ საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა, საბჭოთა იმპერია წარსულს ჩააბარა და ქვეყანამ თანამედროვე მსოფლიოსთან ინტეგრაციის გზების ძიება დაიწყო. ამ პერიოდის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკა ღია საბაზრო პრინციპებს მოერგო, დადებითად შეიცვალა მისი სტრუქტურა და გაიხსნა ეკონომიკური საზღვრები. თუმცა მოსახლეობის ცხოვრების დონით და სოფლის მეურნეობის წარმოებით დღეს საქართველო არათუ თანამედროვე მსოფლიოს, არამედ საბჭოთა პერიოდის მაჩვენებელსაც კი ჩამორჩება.
|
მარი ჩიტაია 27.05.2016
ლარსის საბაჟო-გამშვები პუნქტი შეფერხებით მუშაობს. საზღვართან მანქანების რამდენიმე კილომეტრიანი რიგი დგას. როგორც შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, მოძრაობის შეზღუდვა არა საქართველოს, არამედ რუსეთის გამოისობით ხდება, ჩვენი მხრიდან მძღოლებს არანაირი შეფერხება არ აქვთ. ისინი ჩვეულებრივად გადიან საბაჟო პროცედურებს და ამაში მათ სულ რამდენიმე წუთი ეხარჯებათ.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.05.2016
იპოთეკით დაზარალებული მოსახლეობა ხელისუფლებისგან პრობლემის მოგვარებას ისევ ითხოვს. ბიზნესი კი საპოლიციო გამოსახლების გაუქმებას აპროტესტებს. ეს ნიშნავს, რომ ცოტა ხნის წინ პარლამენტის მიერ მიღებული კანონით ორივე მხარე უკმაყოფილოა. ამ ცვლილებების ერთი დადებითი აქვს ის, რომ დაზარალებულს გამოსახლებამდე ცოტა მეტ ხანს უწევს საკუთარ სახლში დარჩენა.
|
მაკა ხარაზიშვილი 26.05.2016
წელს კახეთში ყურძნის მოსავალს ძალიან კარგი პირი უჩანს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო რთველისთვის უკვე ემზადება. სახელმწიფო ბიუჯეტში კი სუბსიდიისთვის 24,5 მილიონი ლარია გაწერილი, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ეს თანხა გაიზარდოს. შარშან სახელმწიფოს გლეხებისთვის ყურძნის რეალიზაციაში დასახმარებლად 33 მილიონი ლარი დასჭირდა.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|