მაკა ხარაზიშვილი 19.01.2016
საქართველოს მთავრობა ბიზნესის განვითარების "საფრონტო" რეჟიმზე გადადის. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი კანონპროექტი იწერება, მსხვილი ბიზნესისთვის კი შეღავათი რეინვესტირებისას მოგების გადასახადისგან გათავისუფლება იქნება. ახლა მთავარია, მთავრობის ინიციატივა თაროზე არ შემოიდოს და საქმეში სწრაფად გადაიზარდოს.
|
მაკა ხარაზიშვილი 19.01.2016
საქართველოში, ინფლაცია ნავთობპროდუქტების კომპონენტის გარეშე 7,7%-ია, ხოლო თუ მეთოდოლოგიაში საბანკო რედიტების მომსახურებასაც გავითვალისწინებთ, მაშინ ინფლაცია 10%-ის ფარგლებში იქნება. ეკონომისტთა ნაწილი ამბობს, რომ ეს არის რეალური ინფლაცია, ხოლო ოფიციალური 4,9% მხოლოდ ილუზიაა.
|
ელზა წიკლაური 19.01.2016
ირანისთვის სანქციების მოხსნამ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ღირებულება კიდევ უფრო შეამცირა. გუშინ ერთი ბარელი შავი ოქროს ფასი 27-28 დოლარის ფარგლებში მერყეობდა. მიუხედავად ჭარბი ოდენობისა, თეირანი უახლოეს პერიოდში ბაზრისთვის დღიურად დამატებით 500 ათასი ბარელის მიწოდებას გეგმავს, რაც ანალიტიკოსების ვარაუდით, ნავთობს კიდევ უფრო გააუფასურებს. მისი ფასი, შესაძლოა, გასული საუკუნის 90-იანი წლების მინიმუმს - 17-18 დოლარსაც კი მიუახლოვდეს.
|
მარი ჩიტაია 19.01.2016
ფხვიერ სამშენებლო მასალაზე აფხაზეთში დიდი მოთხოვნაა. ადგილობრივი ქვიშა-ღორღით დაინტერესდნენ ყირიმშიც, თუმცა დაგეგმილი ექსპორტის მხოლოდ მცირე ნაწილი შესრულდა. უცნობია, რა რაოდენობის ქვა-ღორღი გაიგზავნა ოკუპირებულ ნახევარკუნძულზე. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მხარე არ ასაჯაროებს.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.01.2016
2015 წელს იმპორტის ვარდნამ ექსპორტს 212 მილიონი დოლარით გადააჭარბა, თუმცა საგანგაშო მონაცემები დაფიქსირდა დეკემბერში, როდესაც იმპორტი 270 მილიონი დოლარით გაიზარდა და უარყოფითი სავაჭრო სალდო თითქმის გაორმაგდა. ეკონომისტები ხელისუფლებას მოუწოდებენ, რომ ამ მაჩვენებელს სერიოზული ყურადღება მიაქციონ.
|
მაკა ხარაზიშვილი 16.01.2016
ეროვნული ბანკის პრეზიდენტი პარლამენტს მისი ანგარიშის მოსმენას სთხოვს. ფინანსურ ბაზარზე არასტაბილური მდგომარეობისა და ლარის გაუფასურების ფონზე, წესით, პარლამენტი ეროვნული ბანკის მიმართ მეტ ყურადღებას უნდა იჩენდეს, მაგრამ როგორც სხვა დანარჩენი მიმართულებით, ხელისუფლება აქაც პასიურობას იჩენს.
|
ელზა წიკლაური 16.01.2016
მოგების გადასახადის შესაძლო გაუქმებაზე მთავრობაში კიდევ ერთხელ ალაპარაკდნენ. საუბარია ესტონურ მოდელზე, რომელიც მოგების გადასახადის დაბეგვრას მხოლოდ მოგების განაწილების შემთხვევაში ითვალისწინებს. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი აცხადებს, რომ კანონპროექტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება და მას მხარს უმრავლესობასთან ერთად, ოპოზიციაც დაუჭერს. ინიციატივა მოსწონს ოპოზიასაც, თუმცა ყველაფერი იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ რას ჩაწერს მთავრობა პროექტში.
|
მაკა ხარაზიშვილი 15.01.2016
მომავალ კვირას ქართული დელეგაცია, ახალი პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით, დავოსის გზას გაუდგება. ქართველებმა 46-ე საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში უნდა მიიღონ მონაწილეობა. ამჯერადაც გაკეთდება განცხადებები, თუ როგორ შეხვდა ქართველი პრემიერი სხვადასხვა კომპანიისა და ქვეყნის წარმომადგენლებს, რომლებმაც ჩვენი ქვეყნის მიმართ დიდი ინტერესი გამოხატეს, თუმცა საქართველო მომავალ დავოსამდე აღარავის გაახსენდება. მიუხედავად ამისა, ექსპერტები ამბობენ, რომ ფორუმში მონაწილეობა პრესტიჟის საკითხია, ამიტომ ქართული დელეგაცია ინვესტიციებს თუ არ ჩამოიტანს, საქართველოს სახელს მაინც გაიტანს.
|
ელზა წიკლაური 15.01.2016
ირანი მსოფლიო ბაზარზე დაბრუნებისთვის ემზადება. თეირანში ამბობენ, რომ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დადებითი დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ, ქვეყანა მეორე კვირიდანვე მსოფლიო ბაზარს დღიურად დამატებით 500 ათას ბარელ ნავთობს მიაწვდის. სანქციების შესაძლო მოხსნაზე საუბრობენ ვაშინგტონსა და ბრიუსელშიც. დასავლეთში პირდაპირ ამბობენ, რომ ირანი ეკონომიკური სანქციებისგან რამდენიმე დღეში გათავისუფლდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.01.2016
2015 წელი ქართული ღვინის ექსპორტისთვის 39%-იანი კლებით დასრულდა. ექსპორტი 50%-ზე მეტით შემცირდა ძირითად ბაზრებზე, თუმცა ზრდა შეინიშნებოდა ევროკავშირში და აზიაში. მთავარ საექსპორტო ქვეყნებში - რუსეთში, უკრაინაში, ყაზახეთსა და უკვე ჩინეთში ეკონომიკური კრიზისი წელსაც გრძელდება. მიუხედავად ამისა, მეღვინეები პერსპექტივას იმედიანად უყურებენ და მომდევნო თვეებში ექსპორტის ზრდას ელიან.
|
მაკა ხარაზიშვილი 14.01.2016
საქართველოს მთავრობის "გაზპრომთან" კავშირით შეშფოთებული აზერბაიჯანული დელეგაცია გუშინ საქართველოს ესტუმრა. "სოკარი" ამბობს, რომ საქართველოსთვის გაზის დღიური კვოტის გაზრდის შესაძლებლობას განიხილავს, ასევე დაინტერესდება გაზსაცავის მშენებლობით. კომერციული გაზის საფასურის შემცირებაზე აზერბაიჯანულ მხარეს ამჯერად არაფერი უთქვამს. კახა კალაძე ირწმუნება, რომ აზერბაიჯანი საქართველოს მეგობარი და მთავარი პარტნიორია, თუმცა ბუნებრივი აირის მოცულობის გაზრდა ახალი კომპრესორების დამონტაჟებას და დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს. ამ ყველაფერს დრო უნდა, საქართველოს კი გაზი ახლა სჭირდება.
|
მაკა ხარაზიშვილი 13.01.2016
საქართველო "გაზპრომისგან" 300-400 მლნ კბ/მ ბუნებრივ აირს წამოიღებს. გაფორმდება ერთწლიანი ხელშეკრულება, ხოლო სომხეთში ტრანზიტისთვის ქვეყანა გაზის ნაცვლად, თანხას მიიღებს. დარჩა კიდევ ერთი დეტალი, რაზედაც ენერგეტიკის სამინისტრო არ საუბრობს - "გაზპრომის" მიერ ტრანზიტისთვის გადახდილი თანხა. იქნება იგი 200 მლნ კბ/მ გაზის ღირებულების (10%) ადეკვატური, რომელსაც საქართველო ტრანზიტის საფასურად იღებს? სავარაუდოდ, არ იქნება. საერთაშორისო პრაქტიკა ტრანზიტისთვის 5%-ს ითვალისწინებს. "გაზპრომი" კი ახალი ხელშეკრულების გაფორმებას საერთაშორისო ნორმების გათვალისწინებით მოითხოვს.
|
|
|
|
ინტერნეტ-პორტალი
www.resonancedaily.com
„რეზონანსის“ მედია ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი:
ზვიად შვანგირაძე
ინტერნეტ-პორტალის მთავარი რედაქტორის მოადგილე:
გვანცა წულაია
რედაქციის ელ-ფოსტა: resonancenewspaper@yahoo.com
ელ-ფოსტა პრეს-რელიზებისა და ანონსებისათვის:
resonancedaily@yahoo.com
სარეკლამო სამსახური
ტელ: 593-105-105
გაზეთ "რეზონანსის" სარეკლამო სამსახურის უფროსი
მედეა იოსავა
resreklama@yahoo.com
ინტერნეტ-პორტალ რეზონანსდეილის სარეკლამო სამსახურის უფროსი
თამარ ადუაშვილი
ტელ: 599-562-562
reswebreklama@yahoo.com
საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება (გამოყენება, გავრცელება, გადაბეჭვდა, რეპროდუქცია, გადაცემა, როგორც ღია ასევე დახურულ მონაცემთა ბაზებში შენახვა) აკრძალულია.
1
|